English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 3 ∘ მიხეილ ჯიბუტი
"საქართველოს ეკონომისტის" ისტორიული მნიშვნელობა

ეკონომიკის ცოდნისა და პუბლიცისტიკის სინთეზი სპეციალიზებული, პერიოდული ეკონომიკური გამოცემების სახით XIX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო დაწინაურებულ კაპიტალისტურ ქვეყნებში და ჩამოყალიბებული სახე საუკუნის ბოლოს მიიღო. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქვეყნები და გამოცემები ხელზე ჩამოსათვლელი რჩებოდა მაშინაც, როდესაც საქართველოში 100 წლის წინ გამოიცა პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალი – „საქართველოს ეკონომისტი“. 1986 წლის დეკემბერში, საქართველოს სსრ კ. მარქსის სახელობის სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკის სპეციალური ლიტერატურის ფონდში მუშაობისას, ვნახე იქ დაცული, 1918 წელს გამოცემული ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ ნომრები. მიიქცია ყურადღება იმ ფაქტმა, რომ ჟურნალის გამოცემის წელი არ შეესაბამებოდა ჟურნალ „ეკონომისტის“ იუბილეების აღნიშვნის ჩამოყალიბებულ ტრადიციას. მაგალითად, 1975 წელს ჟურნალის 50 წლისთავს მიეძღვნა აკად. პ. გუგუშვილის სტატია „ქართული ეკონომიკური პუბლიცისტიკის ფლაგმანი“ [1], ხოლო 1985 წელს კი უკვე 60 წლისთავს, სტატიები: ი. კრავცოვი – „მუდამ ცხოვრების შუაგულში“ [2], ჟ. წიკლაური – „პირველი ნაბიჯები“ [3], ი. გოგსაძე – „ჟურნალმა სახე შეიცვალა“ [3]. 

საიუბილეო თარიღებისათვის ათვლის წერტილად აღებული იყო 1925 წლის აგვისტო, როდესაც გამოვიდა ჟურნალ „ეკონომისტის“ პირველი ნომერი. ჟურნალის ისტორია შემდეგნაირად იყო წარმოდგენილი: 1925 წელს ის გამოდიოდა „ეკონომისტის“, 1926-1931 წლებში - „საქართველოს ეკონომისტის“ სახელწოდებით. 1941-1957 წლებში ჟურნალი არ გამოდიოდა, 1958 წლიდან განახლდა ჟურნალის გამოცემა. 1967 წლამდე ჟურნალს ერქვა „საქართველოს ეკონომისტი“, 1967-1973 წლებში „საქართველოს სახალხო მეურნეობა“, ხოლო 1974 წლიდან – „ეკონომისტის“ სახელწოდებით. აღნიშნული ქრონიკა შეიძლება ითქვას, საყოველთაოდ აღიარებული და მიღებული იყო [4]. იქაც კი, სადაც არ იყო უარყოფილი ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ არსებობა, მისი გამოცემის თარიღი არასწორად იყო და ბუნებრივია, დღესაც არასწორადაა მითითებული. ქართული პუბლიცისტიკის, მათ შორის, ეკონომიკური პუბლიცისტიკის ისტორიაში შეცდომითაა მოტანილი მისი გამოცემის დრო. გ. ბაქრაძის მიერ შედგენილ ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფიაში [6, გვ.16.] მისი გამოცემის თარიღად 1919 წელია მითითებული. იმავე წელს უთითებს აკადემიკოსი პ. გუგუშვილი [7, გვ. 59, 223.]. აღნიშნულის გარკვევის შემდეგ, დაისვა საკითხი ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და ქართული ეკონომიკური პერიოდიკის ისტორიის დაზუსტებისათვის პირველი ქართულ ეკონომიკური ჟურნალის გამოცემასთან დაკავშირებით [7, გვ.5]. აუცილებელი გახდა მომხდარიყო განსხვავება, ერთი მხრივ, ქართული ეკონომიკური ჟურნალის გამოცემასა და მეორე მხრივ, საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკონომიკური ჟურნალის გამოცემისაგან, როგორც ზოგადისა ნაწილისაგან [8, გვ.107-108], რითაც ნაჩვენები იქნა გზა არსებული საიუბილეო უხერხულობის დასაძლევად – აღინიშნა, რომ ქართული ეკონომიკური ჟურნალის ისტორია მოიცავს მის ისტორიას, როგორც დემოკრატიული რესპუბლიკის, ისე საბჭოთა პერიოდში1 . აღნიშნული იუბილეები, ესაა ქართული საბჭოთა ეკონომიკური ჟურნალის იუბილეები და სამართლიანობა მოითხოვს ქართული ეკონომიკური ისტორიის აღდგენას. ამისთვის ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ პირველი ნომრის გამოცემის თარიღი – 1918 წლის 13 სექტემბერი, ლეგიტიმირებულ იქნა პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის დაბადების თარიღად.

მოწოდებას ქართული ეკონომიკური ჟურნალის 7 წლით „დაბერების“ შესახებ ოფიციოზიც და აკადემიური წრეებიც დუმილით შეხვდა. 1988 წელს გამოქვეყნებულ იქნა ვრცელი სტატია იმავე თემაზე [9, გვ.5-14]. სტატია მთავრდებოდა რეკომენდაციით: „დღევანდელ ჟურნალ „ეკონომისტის“ უშუალო წინამორბედთაგან პირველი ნომერი გამოვიდა 70 წლის წინათ. ამდენად, ვფიქრობთ, ნაცვლად - ჟურნალი „ეკონომისტი“ „გამოდის 1925 წლიდან“, უნდა დაიწეროს - „გამოდის 1918 წლიდან“. ამასთან, რადგან ჟურნალი მთელი რიგი წლების განმავლობაში არ გამოდიოდა, მიზანშეწონილია მითითებულ იქნეს გამოცემის წელი.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჟურნალი 1919-1925, 1941-1958 წლებში არ გამოდიოდა, მაშინ 1988 წელი იქნება გამოცემის ორმოცდამეცხრე წელი და შესაბამისად, ჟურნალს უნდა ეწეროს „გამოცემის XLIX წელი“ [იქვე]. 1988 წელს არც ეს რეკომენდაციები ყოფილა გათვალისწინებული და არც ქართული ეკონომიკური ჟურნალის 70 წლის იუბილის აღნიშვნის საფუძველი იქნა გამოყენებული. საბჭოთა ეკონომიკური ჟურნალის 70 წელიც არ აღნიშნულა იმ მარტივი მიზეზით, რომ საიუბილეო 1995 წლისათვის საბჭოთა კავშირი აღარ არსებობდა და მის დაშლასთან ერთად - 1991 წელს - ჟურნალ „ეკონომისტმა“ დაკარგა საბჭოთა შინაარსი. ისტორიული სამართლიანობა აღდგა 1992 წელს. ამ წლიდან ჟურნალ „ეკონომიკას“, ნაცვლად „ჟურნალი გამოდის 1925 წლიდან“, აქვს წარწერა „ჟურნალი გამოდის 1918 წლიდან“. ჟურნალის 1918 წლის ნომრები „გამოვიდა“ 74-წლიანი დავიწყებიდან და შეიძინა „მეორე სიცოცხლე“. 1998 წელს აღინიშნა ქართული ეკონომიკური ჟურნალის 80 წლისთავი, რომელიც გამოთვლი იქნა 1918 წელს „საქართველოს ეკონომისტის“ გამოცემიდან [10]. ამ დროისათვის ჟურნალი იყო საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ყოველთვიური სამეცნიერო - პრაქტიკული ჟურნალი. ისტორიული გაუგებრობით, თუ შეგნებულად მოხდა „საქართველოს ეკონომისტის“ 1918 წლის ამბავის დავიწყება და რატომ გაჭირდა ამ ისტორიული ფაქტის აღდგენა? ორივე შემთხვევაში მთავარი მიზეზი იყო საბჭოთა პოლიტიკური კონიუნქტურა. განსხვავება ის იყო, რომ ის ხორციელდებოდა 20-იან წლებში ახალი, აგრესიული ბოლშევიკური, ხოლო 80-იანი წლების ბოლოს - ფრთხილი, გულგრილი, მომაკვდავი კომუნისტური ფორმებით. ის, რომ ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ არსებობა კარგად ახსოვდათ 1925 წელს, იქედანაც ჩანს, რომ ჟურნალს უწოდეს „ეკონომისტი“, ხოლო ერთ წელიწადში „საქართველოს ეკონომისტი“ და ასეთი სახელწოდებით იყო 1967 წლამდე. ხელისშემშლელ ფაქტორს, დიდი ალბათობით, წარმოადგენდა როგორც იდეოლოგიური, ისე პიროვნული ფაქტორები. „საქართველოს ეკონომისტის“ დამფუძნებელი და რედაქტორი იყო დიომიდე თოფურიძე, რომელიც იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, სოციალდემოკრატი (კომუნისტების კლასიფიკაციით „მენშევიკი“). ის 1937 წელს დახვრიტეს. დიომიდე თოფურიძის პერსონაც არ წაშლილა თანამედროვეთა მეხსიერებიდან, თუმცა მასზეც, ისე როგორც ეს იყო დაწესებული, არავინ არ საუბრობდა. ის ერთხელ აკადემიკოსმა ვ. ჩანტლაძემ ჟურნალ „ეკონომისტის“ 60 წლისთავისადმი მიცემულ ინტერვიუში ქართული საბჭოთა ეკონომიკური მეცნიერების სათავეებთან მდგომ ღვაწლმოსილ მეცნიერთა შორის დაასახელა. შეუძლებელია იმის დაშვება, რომ ჟურნალის არსებობა მეხსიერებიდან გაქრა. მით უმეტეს, რომ ჟურნალის ბევრი თანამშრომელი მრავალი ათეული წელი აგრძელებდა ეკონომიკური მეცნიერების სფეროში საქმიანობას. მაგალითად, ფილიპე გოგიჩაიშვილი1 . 30-40-წლიანი მიჩუმათების შემდეგ, XX საუკუნის 60-70-იანი, მით უმეტეს 80- იანი წლების თაობის მეხსიერებაში, 1918 წლის ჟურნალის ფაქტი, ბუნებრივია, აღარ შემორჩა. 1988 წელს ჟურნალ „ეკონომიკის“ რედკოლეგიამ2 გაიგო რა ამ ფაქტის შესახებ – გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ვერც 1991 წელს ვერ მიიღო ჟურნალის რედკოლეგიამ3 . ის მიღებული იქნა მხოლოდ 1992 წელს ფაქტობრივად იგივე რედკოლეგიის მიერ (მას დაემატა მხოლოდ ა.ხეცურიანი). ამასთან, 1988-შიც, 1991-შიც და 1992-შიც ჟურნალ „ეკონომიკის“ რედაქტორი იყო ერთი და იგივე პიროვნება - იგორ კრავცოვი.4 მრავალი წლის შემდეგ ბარიერები ფორმით სხვა, მაგრამ შინაარსით კვლავ ძველი დარჩა. ჟურნალ იყო: 1988 წელს „საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველთვიური პოლიტიკურ-ეკონომიკური ჟურნალი“, ხოლო 1991 წელს - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანო“. არც კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და არც საქართველოს უზენაეს საბჭოს არ „აღმოაჩნდა“ სურვილი „მენშევიკების“ მემკვიდრეობაზე. 1992 წელს შეიცვალა ჟურნალის სტატუსი და ის გახდა „საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელი ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი“. თავისუფლების ეს ზომა საკმარისი აღმოჩნდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს 5 წლის განმავლობაში.თანამშრომელი მრავალი ათეული წელი აგრძელებდა ეკონომიკური მეცნიერების სფეროში საქმიანობას. მაგალითად, ფილიპე გოგიჩაიშვილი (ჟურნალში თანამშრომლობდნენ: ი. ანდრონიკაშვილი, კ. ანდრონიკაშვილი, რ. არსენიძე, ა. ასათიანი, ა. ბერგი, პ. გელეიშვილი, ფ. გოგიჩაიშვილი, რ. დათეშიძე, ნ. ელიავა, ი. ვარაზაშვილი, ვ. ვოიტინსკი, დ. თოფირიძე, კ. კანდელაკი, ე. კოზლოვსკი. ი. ლორთქიფანიძე, გ. მამრაძე, ტ. მარგველაშვილი, პ. საყვარელიძე, ი. ფაღავა, მ. ყაუხჩიშვილი, ი. შარაშიძე, მ. სმირნოვი და სხვ.). 30-40-წლიანი მიჩუმათების შემდეგ, XX საუკუნის 60-70-იანი, მით უმეტეს 80- იანი წლების თაობის მეხსიერებაში, 1918 წლის ჟურნალის ფაქტი, ბუნებრივია, აღარ შემორჩა. 1988 წელს ჟურნალ „ეკონომიკის“ რედკოლეგიამ (ი.კრავცოვი (მთავარი რედაქტორი), გ.ადეიშვილი, რ.ბასარია, პ.ბაქრაძე, ვ.ბურ კაძე, მ.გედენიძე, რ.გოგოხია, რ.გრიგოლია (პასუხისმგებელი მდივანი), ა.გუნია, დ.დვალიშვილი, ა.ერგემლიძე, ვ.ვეფხვაძე, რ.კაკულია. დ.ლომაია, ვლ.პატეიშვილი, პ.ჟღენტი, ო.ქვილითაია, დ.ქორიძე, მ.ღაღანიძე, რ.შენგელია (მთავარი რედაქტორის მოადგილე),ო.შურღაია, ლ.ჩიქავა, ჯ.ჩხიკვაძე, დ.ძნელაძე, ლ.ხაბურზანია, გ.ჯულაყიძე). გაიგო რა ამ ფაქტის შესახებ – გადაწყვეტილება ვერ მიიღო. ეს გადაწყვეტილება ვერც 1991 წელს ვერ მიიღო ჟურნალის რედკოლეგიამ (ი.კრავცოვი - მთავარი რედაქტორი, ვ.ბურკაძე, რ.გოგოხია, რ.გოცირიძე, რ.გრიგოლია (პასუხისმგებელი მდივანი), ვ.ვეფხვაძე, რ.კაკულია. ი. მესხია, ვ.პაპავა, ვლ.პატეიშვილი, ი.ქვაჩახია, რ.შენგელია (მთავარი რედაქტორის მოადგილე), ლ.ჩიქავა, ჯ.ჩხიკვაძე, დ.ძნელაძე).  ის მიღებული იქნა მხოლოდ 1992 წელს ფაქტობრივად იგივე რედკოლეგიის მიერ (მას დაემატა მხოლოდ ა.ხეცურიანი). ამასთან, 1988-შიც, 1991-შიც და 1992-შიც ჟურნალ „ეკონომიკის“ რედაქტორი იყო ერთი და იგივე პიროვნება - იგორ კრავცოვი (ჟურნალს რედაქტორობდნენ: 1918 წ. - დ.თოფურიძე, 1925-1926 წწ.-ს. ჩიხლაძე, 1926-31 წწ. - ვ. ავაქოვი და ა. კვირიკაძე, 1931-32 წწ. - კ. ორაგველიძე, 1933-37 წწ. - რ. მელაძე, 1937-40 წწ. - კ. თარგამაძე, 1958-67 წწ. - პ. გუგუშვილი, 1967-69 წწ. -ს. ინწკირველი, 1969-75 წწ. - თ. გოგსაძე, 1976-93 წწ. - ი. კრავცოვი.1993 წლიდან - რ.შენგელია). მრავალი წლის შემდეგ ბარიერები ფორმით სხვა, მაგრამ შინაარსით კვლავ ძველი დარჩა. ჟურნალი იყო: 1988 წელს „საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველთვიური პოლიტიკურ-ეკონომიკური ჟურნალი“, ხოლო 1991 წელს - „საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ორგანო“. არც კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტს და არც საქართველოს უზენაეს საბჭოს არ „აღმოაჩნდა“ სურვილი „მენშევიკების“ მემკვიდრეობაზე.

1992 წელს შეიცვალა ჟურნალის სტატუსი და ის გახდა „საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებელი ყოველთვიური სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი“. თავისუფლების ეს ზომა საკმარისი აღმოჩნდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენისათვის იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს 5 წლის განმავლობაში.

თავისუფლების შედეგია ის, რომ თუ ჟურნალი „ეკონომიკა“ ერთადერთი ამ კლასის ჟურნალი იყო საბჭოთამდელ, საბჭოთა და დიდხანს პოსტსაბჭოთა პერიოდში, ბოლო წლებში საქართველოში მრავალი ეკონომიკური პროფილის გაზეთი და ჟურნალი გამოდის. ისე როგორც ყველა ქართული უმაღლესი სასწავლებელი, ივანე ჯავახიშვილის 1917 წელს დაარსებული ქართული უნივერსიტეტისა და მისგან გამომდინარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მემკვიდრეა, ყველა ქართული ეკონომიკური ჟურნალი ისტორიულად „საქართველოს ეკონომისტის“ და აქედან გამომდინარე ჟურნალ „ეკონომიკის“ მემკვიდრეა. აქედან გამომდინარე, პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის 100 წლის იუბილე ამავე დროს ყველა ქართული ბეჭდური თუ ელექტრონული სახით გამომავალი ეკონომიკური ჟურნალის იუბილეცაა. პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის 100 წელი ქართული ეკონომიკური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ჟურნალი, ერთი მხრივ, ხელს უწყობდა ეკონომიკური პრაქტიკისა და პოლიტიკის განხორციელებას და მეორე მხრივ, ეკონომიკური თეორიის განვითარებას. ჟურნალ „ეკონომიკის“ ნომრებში შეკრებილია ქართული ეკონომიკური აზროვნების განვითარების 100 წლის ისტორია. ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ ისტორიული მნიშვნელობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ისტორიული სამართლიანობის აკადემიური აღდგენით. ათეული წლებია უცვლელია სიტუაცია ქართული ეკონომიკური პერიოდიკის ისტორიის შესწავლის საქმეში. სხვა რომ არა ვთქვათ, ჯერ კიდევ არაა დადგენილი ქართული ეკონომიკური ჟურნალ-გაზეთების სრული ნუსხა. არაა ჩატარებული მათი კატალოგიზაცია, არ გვაქვს მათი აღწერილობა და სხვ. ბევრი გაურკვევლობაა ამა თუ იმ ჟურნალისა და გაზეთის გამოცემის თარიღებთან დაკავშირებით, არაა დადგენილი მათი გამოსვლის პერიოდულობა და სხვ. ასეთი სიტუაცია განპირობებულია მრავალი მიზეზით. უპირველესი მათ შორის საქართველოში ქართული ეკონომიკური აზრისა და პოლიტიკური ეკონომიის ისტორიების შესწავლის არასაკმარისი დონეა. არანაკლებ ხელისშემშლელია ქვეყანაში საბიბლიოთეკო საქმის მიუტევებლად დაბალი დონე. არ არის ბიბლიოთეკა, სადაც თავმოყრილი და დაცული იყოს ყველა ქართული ჟურნალ-გაზეთი და მათი სრული კომპლექტები. კომპლექტთან დაკავშირებით საქმე იმდენად სავალალოა, რომ დღეს უკვე დაგვიანებულია, ხვალ კი შეუძლებელი იქნება ბევრი ჟურნალ-გაზეთის ყველა ნომრის თავმოყრა, რითაც ეროვნული სულიერი წარმოება აუნაზღაურებლად დაზარალდება. ჯერ კიდევ სურვილად რჩება ქართული ეკონომიკური ჟურნალ-გაზეთების ნომრების სისტემური და საგნობრივი ბიბლიოგრაფიების შედგენის საკითხი. მოუწესრიგებელია პერიოდიკის ბიბლიოგრაფიული საძიებლების გამოცემის საკითხი. ერთადერთ დასაყრდენ წიგნად ამ მხრივ რჩება გ. ბაქრაძის მიერ შედგენილი „ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია“, რომელიც ჯერ ერთი, მოითხოვს დაზუსტებებს და მეორეც, არ მოიცავს ქართული პერიოდიკის ისტორიის 70 წელზე მეტი ხნის ინტერვალს [12].

ქართული ეკონომიკური აზრის ისტორიის კომპლექსური და სისტემური შესწავლა შეუძლებელია ქართული ეკონომიკური პერიოდიკის ისტორიის ცოდნის გარეშე. ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ ფურცლებზე 1918 წელს დაბეჭდილი მასალას გარდა შემეცნებითი – ქართული ეკონომიკური აზრისა და ქართული პერიოდიკის ისტორიის შესწავლისა, აქვს სხვა მრავალმხრივი მნიშვნელობა. მათ შორის უპირველესია მისი როლი საქართველოს ეკონომიკური ისტორიის შესწავლასა და ისტორიული წარსულის თეთრი ლაქებისაგან განთავისუფლების საქმეში. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ დღემდე, სამწუხაროდ, ხშირად მხოლოდ პოლიტიკური აქციების და პარტიათა ურთიერთდამოკიდებულების მიხედვითაა მსჯელობა. ამის საპირისპიროდ შესასწავლია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, როგორც სუვენერული სახელმწიფოს ფორმირების ეკონომიკური ცხოვრება. გასაანალიზებელია იმდროინდელი საქართველოს სახალხო მეურნეობის მდგომარეობა, იმდროინდელი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, მათი ეკონომიკური სტრატეგია და ტაქტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. ყოველივე ეს ობიექტურად, თვალნათლივ და დასაბუთებულად წარმოგვიდგენს მმართველი პარტიის საქმიანობის ავ-კარგს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის (1918 – 1921 წწ.) პერიოდში. ასეთ ანალიზისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს სწორედ „საქართველოს ეკონომისტის“ ზემოთ მითითებული ნომრები წარმოადგენს.

ჟურნალის გამოცემის პერიოდი ემთხვევა საქართველოს კოალიციური მთავ რობის მოღვაწეობას. მართალია ამ დროსაც მთავრობაში ე.წ. „სოციალ-დემოკრატები“ („მენშევიკები“) უმრავლესობას წარმოადგენდნენ, მაგრამ მათი ეკონომიკური პოლიტიკა ჯერ კიდევ არ არის შებოჭილი ერთპარტიული მიდგომით, რაც მოხდა მოგვიანებით, მათი 1919 წლის 14-16 თებერვლის არჩევნების შემდეგ დამფუძნებელი კრებაში აბსოლუტური უმრავლესობით მოსვლის შემდეგ. ამიტომ მკვლევარებმა 1918-1921 წლების საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის პოლიტიკის შესწავლისას უნდა გაითვალისწინონ ეს მომენტი. 1917 წლის 19-23 ნოემბერს ეროვნულმა ყრილობამ არაპირდაპირი წესით აირჩია პარლამენტი - ეროვნული საბჭო (1918 წლის 8 ოქტომბერს გადაერქვა სახელი და ეწოდა „პარლამენტი“) რომელმაც გამოაცხადა 1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობა.1917 წლის თებერვლიდან 1919 წლის თებერვლამდე საქართველოში იყო პირველი პარლამენტი კოალიციური მთავრობით. 1919 წლის თებერვლიდან მეორე პარლამენტიდამფუძნებელი კრება და „სოციალ- დემოკრატიული“ /“მენშევიკური“ მთავრობა. ამ უკანასკნელთა ნამდვილი სახელია „საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნოე ჟორდანია და რომელიც 1918 წლის ნოემბრადე იყო რუსეთის სოციალ- დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი - მისი „მენშევიკური“ მიმდინარეობა. (ირაკლი ირემაძე, სალომე ჭანტურიძე. რედაქტორი ზურაბ გაიპარაშვილი. პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში, თბ., 2017, გვ. 27) ამიტომაც, უკვე 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობდა პირველ ნომრად - საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშთა პარტია და მეცამეტე ნომრად - რუსეთის სოციალდემოკრატიული მუშათა პარტია (რსდმპ). აღნიშნული ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ საქართველო იყო აგრარული ქვეყანა (ფეოდალიზმის დიდი დოზით) და კაპიტალიზმისათვის მორგებული პროგრამა ქმნიდა წინააღმდეგობას იდეურ რწმენასა და პრაქტიკას შორის, რაც აისახებოდა ქვეყნის განვითარებაზე. ეს კარგად ჩანს კოალიციური მთავრობის საქმიანობაშიც, რაც „საქართველოს ეკონომისტის“ ნომრებშია ასახული.

ისინი განსაკუთრებით სწორ წარმოდგენას იძლევა დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველი თვეების ეკონომიკური ღონისძიებებისა და ამ დროის საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. მნიშვნელოვანია ამ მასალის საფუძველზე საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შედარებითი ანალიზის ჩატარება საქართველოს პირველი სოციალიზაციისა და საქართველოს რევერსული მიმართულებით მოძრაობისას 1991 წლიდან. 1918 წელს საქართველო მსოფლიოში პირველად ახორციელებდა პრაქტიკაში კაპიტალიზმის სოციალისტურ ტრანსფორმაციას და შესაბამისი სახელმწიფო წყობილების ჩამოყალიბებას (როდესაც ამის გამოცდილება არ არსებობდა) და 1991 წლიდან საქართველომ განახორციელა რევერსი, დაიწყო „რევერსული განვითარება“ - სვლა იმ ბუნებრივი მდგომარეობისკენ, რაზეც 1918 წლიდან დაიწყო უარის თქმა (და რაზეც საბოლოოდ თქვა უარი 1921 წლიდან). აქაც იგივე პირობებში - მსოფლიოში დესოციალიზაციის, კაპიტალიზმის რესტავრაციის თეორიისა და პრაქტიკის არ არსებობის დროს. პროცესები შეიძლება ითქვას სარკისებურად ასახავდა ერთმანეთს. ასეთ ანალიზს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს პრაქტიკული მნიშვნელობა. ქვეყნის განვითარების სწორი გააზრებისათვის აუცილებელია თეორიისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების ცოდნის გარდა, საკუთარი ქვეყნის ეკონომიკური ისტორიის, ანუ ქვეყნის საკუთარი სამეურნეო გამოცდილების ცოდნა. ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ ფურცლებზე ასახული 100 წლის მანძილზე კაპიტალიზმის „სოციალდემოკრატიული“ („მენშევიკური“) ტრანსფორმაციის, შემდგომ კაპიტალიზმის კომუნისტური გარდაქმნის („ბოლშევიკური“) გასაბჭოების და ბოლოს საბჭოთა სოციალიზმის კაპიტალიზმში რევერსის - განსაბჭოების პროცესი. ამ ისტორიიდან არც ერთი ფურცლის ამოხევა არ შეიძლება. ჟურნალი „საქართველოს ეკონომისტი“ რესპუბლიკის გამოცხადების (1918 წლის 26 მაისი) სამი თვის თავზე გამოვიდა და მან თავის მიზნად „საქართველოს ფინანსურ და ეკონომიურ საკითხების შესწავლა“ [13, გვ.3] გამოაცხადა. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები ნათლად მიუთითებს იმ ეკონომიკურ ქაოსზე, რაც გაბატონებული იყო 1918 წლის საქართველოში. აღწერილია საქართველოს სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, ტრანსპორტის, ფინანსების მდგომარეობა, სასურსათო, სავაჭრო-სამრეწველო, საფინანსო, რკინიგზის კრიზისების სიღრმე და გაქანება.

საჟურნალო მასალების საფუძველზე შეიძლება აღვადგინოთ იმდროინდელი საქართველოს ეკონომიკის პორტრეტი და მოკლედ ჩამოვთვალოთ ის გზები, რასაც ჟურნალი ურჩევდა მთავრობას მდგომარეობის გამოსასწორებლად. 1918 წელს საქართველო მოიცვა ღრმა ფინანსურმა კრიზისმა. უგეგმოდ ხდებოდა ფულის გამოშვება, იჭრებოდა უამრავი ბონი, რომელიც არც საქონლით და არც ოქროთი არ იყო უზრუნველყოფილი. საქართველოში მიმოიქცეოდა სამი სახის ქაღალდის ფული: „ნიკოლოზის“, ანუ „მეფის“, „რომანოვების“ – ქაღალდის ფულის ნიშნები, ე.წ. „კერენსკის“ ფული და ამიერკავკასიის კომისარიატის ბონები [14, გვ.17]. საინტერესო ისაა, რომ ყველა ფულის ნიშნის გამომშვები მთავრობა იმ დროისათვის აღარ არსებობდა. აქედან ბუნებრივია, რომ ამ ფულის არავის არ სჯეროდა და ყველას უნდოდა მისი სასწრაფოდ საქონელზე გაცვლა. ჩაკეტილი ბაზრის პირობებში ეს იწვევდა ფასების ზრდას [15, გვ.25-26]. აქ საინტერესოა ერთი მომენტი, როგორც ისტორიული გამოცდილება ე.ი. შესაძლებელია ფულის „პანიკა“, როცა იმდენად დაკარგავს ფული ავტორიტეტს, რომ მისი დაგროვება ე.წ. „მუთაქაში“ აღარ ხდება. ასეთ შემთხვევაში ფასების ზრდა ციებ-ცხელებით ხასიათდება და იზრდება სპეკულაცია. სპეკულაციის შემთხვევაში ეკონომიკური მოვლენები კი გადიან სახალხო მეურნეობის სფეროდან. ასე დაემართა საქართველოს მთავრობას. ფულის კურსის სათანადო დონეზე შენარჩუნება მათ არ შეეძლოთ, რადგან არ ჰქონდათ ოქროს მარაგი. ხაზინა ცარიელი იყო. მთავრობას არ შეეძლო ქაღალდის ფულის ხარჯების დაკმაყოფილება. მართალია, საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას არ ჰქონდა სესხი, რაც მას მანევრირების საშუალებას აძლევდა. „...მთავრობას არ უხდება გარეშე თუ შინაურ სესხების გასტუმრება და მათი პროცენტების გადახდა, რაც პირველი ფინანსური ფაქტორის (ოქროს ფონდის) ნაკლებობას ფარავს“ [15. გვ.4]. – წერდა ალე წეველი. სესხის აღების შესაძლებლობა დროულად საქართველოს მთავრობამ ვერ გამოიყენა. 1918 წლისათვის საქართველოს მთავრობას არც ბიუჯეტი ჰქონდა განსაზღვრული და ვერც კონტროლს უწევდა მიმოქცევის პროცესს. არ არსებობდა სტატისტიკა [15, გვ.25], ამიტომ მოვლენების ანალიზიც შეუძლებელი იყო. ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ მეთაურ სტატიაში დ. თოფურიძე აღნიშნავდა, რომ ფინანსური მეურნეობის გეგმის გარეშე „სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა ქვიშაზედ დამყარებული აღმოჩნდება“ [16, გვ.3].

მდგომარეობას ართულებდა ისიც, რომ საქართველოში სახელმწიფოებრიობის წარმართვისათვის მცოდნე პირები არ იყო. არ იყო სპეციალისტები ვისაც ეცოდინებოდა ემისიის საკითხები, საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის საქმე და სხვ. რუსეთის მთავრობას ისე ჰქონდა წარმართული საქართველოს მეურნეობა, რომ საქართველოში თავის თავის სარჩენი სახსრები არ არსებობდა. მაგალითად, საქართველოში გაჰყავდათ სტრატეგიული მნიშნელობის გზები, მაგრამ მიტოვებული იყო შიგა გზების მშენებლობა. რუსიფიკაციის პოლიტიკაზე იხარჯებოდა ფული, მაგრამ განათლებაზე ხარჯები უმნიშვნელო იყო [16,გვ.36]. ერთი სიტყვით, რუსეთის იმპერიაში ჩამოყალიბებული მეურნეობა საქართველოში დამოუკიდებლად არსებობის საშუალებას ეკონომიკური თვალსაზრისით არ იძლეოდა. დაიწყო შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის გზების ინტენსიური ძიება. საქართველოს მთავრობას ერთიანი კონცეფცია სამოქმედოდ არ ჰქონდა. გაბატონებული იყო ორი თვალსაზრისი: ერთის მიხედვით, დამოუკიდებელი ფულადი სისტემა სახელმწიფოს ისეთივე ნიშანია, როგორც მართვის, სამართლის და სამხედრო ორგანიზაციის დამოუკიდებლობა, ამიტომ მოითხოვდნენ საკუთარი ფულის ნიშნების გამოშვებას [13,გვ.23]. მეორე თვალსაზრისით, საკუთარი ფულის გამოშვება არაა რეალური პოლიტიკა1 . იგი წარმოადგენს შენიღბულ „ფულის საბეჭდი მანქანის პოლიტიკას“, როცა ემისიის გზით ცდილობენ ხარჯების დაფარვას. ამ პოზიციის მომხრენი რეკომენდაციას უწევდნენ ფულადი სისტემის მოგვარებას ფულადი ნიშნების შემოსავლის შეზღუდვით, საგადასახადო სისტემის სრულყოფით, სახელმწიფო მიწების გაყიდვითა და შემნახველი სალაროების ქსელის გახსნის გზით [17, გვ.5, 28- 29]. ფინანსური პრობლემა იმდენად მწვავედ იდგა, რომ ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტი“ ოპერატიულად2 თარგმნის სტატიებსა და იძლევა ცნობებს საზღვარგარეთის ქვეყნებში ფინანსების შესახებ. ჟურნალის ორიენტაცია საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ძირითადად გერმანიაზე აღებული. ეროვნულ ნიადაგზე გამოყენების მიზნითაა გადმოთარგმნილი გერმანელი ეკონომისტის, პროფ. ლ. ბრენტანოს სტატია „ფულების გაფასება, ამ მოვლენის მიზეზები და ბრძოლა ამის წინააღმდეგ“ [18]. ბრენტონის აზრით, ფასების აწევის მიზეზია საქონლის უკმარისობა და ქაღალდის ფულის ზრდა. ამ უკანასკნელი ფაქტორის უარყოფითი გავლენის შემცირება, ქაღალდის ფულის რაოდენობის შემცირების გზაა უნაღდო ანგარიშსწორების გაშლა ბანკების მეშვეობით. ქაღალდის ფულის შეცვლა სუროგატებით. საინტერესოა ბრენტანოს მოსაზრება ფასების ზრდის თაობაზე. თუ ფასები გაიზრდება პირველადი მოხმარების საგნებზე, მაშინ ოჯახური ბიუჯეტის უფრო დიდი ნაწილი წავა მათზე. ეს მოთხოვნას ამ საქონელზე შეამცირებს, მაგრამ იგი შეამცირებს გადახდისუნარიან მოთხოვნას სხვა, უპირველეს ყოვლისა, სამრეწველო საქონელზე. პირველ შემთხვევაშ მოგება ვერ გადაფარავს მეორე შემთხვევაში წაგებას [იქვე, გვ.33].

ფულადი ნიშნების გამოშვებასთან დაკავშირებით არსებობდა ზემოთ აღნიშნულის გარდა სხვა პოზიციაც. კერძოდ, დ. თოფურიძე თვლიდა, რომ შეიძლებოდა გამოშვებულიყო ერთი ფულის ნიშანი საქართველოსთვის. აზერბაიჯანისათვის, სომხეთისათვის და მთიელთა კავშირისათვის [14, გვ.35]. ეს აზრი იმდროინდელი ეკონომიკური კავშირებით იყო წარმოშობილი, მაგრამ განხორციელება არ ეწერა უტოპიურობის გამო. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას ეტყობოდა, რომ ის სასიცოცხლოდ არ იყო გაჩენილი. საქართველოს რესპუბლიკის შექმნის მომენტით, ან მანამდე არ იყო გარკვეული თუ რა მატერიალური შემოსავლები ექნებოდა ქვეყანას, როგორია მისი რესურსები. 1918 წელს საქართველო ემისიით ცხოვრობდა [15, გვ.20]. რესპუბლიკა ეძებდა არსებობის წყაროებს. ეს ძიების პროცესი კარგად ჩანს ჟურნალის პუბლიკაციებიდან. აყენებდა წინადადებას რესპუბლიკის ოქროს ფონდის შესაქმნელად ეკლესია-მონასტრების სიმდიდრის საფუძველზე [16,გვ.4] შემოსავლების ზრდას ღვინოზე აქციების დაწესებით [18,გვ.34] სატყეო მრეწველობის გაშლით [13, გვ.20] საქართველოში ნავთობის წარმოების განვითარებით [13, გვ.38; 14, გვ.39] და სხვ. სახელმწიფოს შემოსავლების მნიშნელოვან წყაროს ბევრი ავტორი ხედავდა ნაციონალიზებული მიწების გაყიდვაში. 1918 წლისათვის საქართველოს ტერიტორია 54592 კვ. ვერსი (1 ვერსი - 1,0668 კმ., ე.ი. საქართველოს ტერიტორია მეტრული სისტემით 62.015 კვ. კმ-ს უდრიდა) იყო და მოსახლეობა შეადგენდა 2 მლნ სულს (ახალციხე-ახალქალაქის გამოკლებით) [13, გვ.4] 1918 წლის 7 მარტის რეფორმით დაიწყო მიწების ნაციონალიზაცია ეროვნულ-საადგილმამულო ფონდის შესაქმნელად. ამ ფონდში 1918 წლის 20 ოქტომბრისათვის გადავიდა 240.076 დესეტინა მიწა, ანუ 262.283 ჰა (31 დესეტინა = 1,0925 ჰა). ფინანსური სისტემის კრიზისის დაწოლით აზრი ამ მიწების გლეხებისადმი მიყიდვის შესახებ გაბატონებული ხდება იმდროინდელ მმართველ წრეებში. ეს საკითხი ფართოდაა წარმოდგენილი ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ ფურცლებზე. მიწის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918 წელს ეყრდნობოდა აქტებს მიღებულს უკვე არ არსებულ ხელისუფლებათა მიერ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მოხდა იმ პერიოდში, როცა საქართველოს სოფლის მეურნეობაში კაპიტალიზმი იწყებდა განვითარებას. კაპიტალიზმზე გარდამავალი სოფლის მეურნეობა ხასიათდებოდა მიწათმოქმედების კულტურის ამაღლებით. ახალ სოციალისტურ ორგანიზაციას უნდა მოეხდინა აგრარული საქმის ახალ დონეზე აყვანა, მაგრამ მენშევიკურმა მთავრობამ ის ვერ განახორციელა. მართალია, თავდაპირველად აგრარული რეფორმის პოლიტიკური ამოცანა:კერძომესაკუთრული მიწების კონფისკაცია განახორციელა, მაგრამ ვერ შეძლო მათი რაციონალურად გამოყენება. მენშევიკების კრახი ბევრად განსაზღვრა მათი აგრარული პოლიტიკის კრახმა. საქართველო რუსეთის იმპერიაში პურის მომხმარებელი ქვეყანა იყო. მას შემდეგ, რაც რესპუბლიკა იზოლაციაში მოჰყვა, პურის შემოტანა შეწყდა, რამაც გამოიწვია შიმშილიანობა. თუ კი შეიძლებოდა სადმე მიწის დამუშავება დაამუშავეს. რუსეთის იმპერიის ერთიან შრომის დანაწილებაში საქართველოში გავრცელდა ის დარგები, რომლებიც მონოპოლიურ კლიმატურ პირობებში იმყოფებოდა: ხილი, ჩაი, თამბაქო და სხვ. პურის დეფიციტმა გამოიწვია კულტურული მამულების გაჩანაგება. აიჩეხა ვენახები, ბაღები. მენშევიკურმა მთავრობამ ვერ უზრუნველყო მიწების განაწილების ორგანიზაცია, ვერ გაანაწილა მიწა გლეხებს შორის. არ იყო დადგენილი მიწის მფლობელობის ნომრები11 . დაიწყო მიწების თვითნებური და სტიქიური მიტაცება. სოფლად დიფერენციაციამ უფრო გაღრმავებული ხასიათის მიიღო. მიწებზე დავა მიმდინარეობდა არა მარტო პიროვნებებს, არამედ მთელ სოფლებს შორის [17,გვ.2] მართალია 1917 წლის 16 დეკემბრის ამიერკავკასიის კომისარიატის კანონის 4 მუხლით შეიძლებოდა სამიწათმოქმედო კომიტეტების შეხედულებისამებრ იჯარით მიწის გაცემა, მაგრამ ეს არ ზრდიდა მიწათმოქმედების კულტურას. დროებით აღებულ მიწაზე მეურნეობრიობა ატარებდა მტაცებლურ ხასიათს. მეიჯარე ცდილობდა საიჯარო დროში რაც შეიძლება მეტი ამოექაჩა მიწისაგან. ი. ირემაშვილის აზრით, დუშეთში, თიანეთში, ლეჩხუმსა და ცხინვალში გლეხთა აჯანყებები უპირველეს ყოვლისა აგრარული საკითხის მოუგვარებლობით იყო გამოწვეული. ამ რაიონებში, განსაკუთრებით დუშეთში, მცირემიწიანობის გამო და იმის გამო, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნამდე პური ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჰქონდათ აგრარულმა კრიზისმა კულმინაციას მიაღწია[14, გვ.5]. მიწის პრობლემა დუშეთში იმიტომაც იყო სხვა რეგიონებზე მწვავე, რომ აქ ძირითადად ნატურალური მეურნეობა იყო გაბატონებული [14, გვ.5]. მენშევიკურმა მთავრობამ ვერ გადადგა რევოლუციური ნაბიჯი აგრარულ რეფორმაში. იგი მოიცვა უძრაობამ და უმოქმედობამ. ფინანსური სიძნელეებიდან გამოსვლის ძიება სულ უფრო განამტკიცებდა აზრს მიწის გაყიდვის შესახებ და სოფლად კაპიტალიზმის არსებული ელემენტების რესტავრაციის მიმართულებით. სოფლის მეურნეობის გაპიტალიზმის გზით განვითარება ეკონომიკურ თეორიაში ნელ-ნელა გაბატონდა. 1918 წელს მენშევიკური მთავრობის უბედურება იყო ის, რომ ვერ გაარკვია აგრარული პოლიტიკის მიმართულება: კაპიტალისტური სტიმულირების გზით ევლოთ, თუ განევითარებინათ ახალი ალტრუიზმი [18, გვ.13].

ლი ალტრუიზმი [18, გვ.13]. მენშევიკურმა მთავრობამ, მაშინ, როცა ვერავითარი ღონისძიებით ვერ გადაჭრა სასურსათო კრიზისი, გადაწყვიტა მიწის გაყიდვა კერძო საკუთრებაში. საინტერესოა სასურსათო კრიზისის დაძლევისათვის ბრძოლის ერთი ისტორია, რომელიც არაერთხელ გამეორდა XX საუკუნის 90-ანი წლების საქართველოში და რომელშიც მონაწილეობდა ცნობილი ქართველი ეკონომისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ფ. გოგიჩაიშილი. ჟურნალში გამოქვეყნებული მასალებიდან ირკვევა, რომ სასურსათო პრობლემის გადაჭრის მიზნით ადგილებზე ჯერ შექმნილა სასურსათო კომიტეტები, შემდეგ ის დაუშლიათ და შეუქმნიათ სურსათის სამინისტრო (მინისტრი ლორთქიფანიძე). აქ შექმნილა საქართველოში პურის დამზადების მთავარი რწმუნებულის თანამდებობა, რომლისთვისაც ხალხში „პურის დიქტატორი“ [18,გვ.17] შეურქმევიათ. აღნიშნულ სამინისტროს და მის მინისტრს სახელი გაუთქვამს იმით, რომ „ყიდულობდნენ ძვირად, ყიდდნენ იაფად“, რა თქმა უნდა, თავისი ანგარებითი მიზნებისათვის. კერძო პირებიდან სამინისტრო ძვირად ყიდულობდა პურს, რომელიც შემდეგ ნაკლებ ფასებში იყიდებოდა. მინისტრი - ლორთქიფანიძე (იგი იმავე დროს გზათა მინისტიც იყო) გაანთავისუფლა მთავრობამ სახელმწიფო კონტროლიორის ფ. გოგიჩაიშვილის მიერ წაყენებული ბრალდებების საფუძველზე [იქვე, გვ.13] რაც შეეხება მენშევიკების მიერ მიწის გაყიდვას საინტერესოა, რომ უკვე 1918 წლის ბოლოსათვის მომზადდა მიწების გაყიდვის კანონპროექტი, რომელიც სამ მთავარ პრინციპს ეყრდნობოდა: 1. მიწების შესწყიდვა – მათ საფუძველზე მუნიციპალიზაციის შესაძლებლობის დ აშვებით; 2. უმიწაწყლოთათვის შეღავათების გაწევა; 3. შესასყიდი მიწების რაოდენობის მაქსიმუმის დაწესება 7 დესეტინის ოდენობით (7,7 ჰა) [15, გვ.7]. ეს იყო მენშევიკური მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობაშ კაპიტალიზმის განვითარების საბოლოოდ არჩევა1 , რაც არ შეიძლებოდა იმდროინდელ საქართველოში პოპულარული ყოფილიყო, რადგანაც დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, მიწების კერძო საკუთრებაში იყო გადასული და აღნიშნული კანონი არაფერს არ ცვლიდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ბატონყმური ურთიერთობა იყო შენარჩუნებული და მიწების შესყიდვა უმრავლესობისათვის შეუძლებელი იყო კანონპროექტით დაწესებული ფასებით (დესეტინაზე 500-600 მანეთი) [15, გვ.34] . საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და მისი მთავრობა სურვილებისა და შესაძლებლობების პროპორციებში დაიბნა. ახალგაზრდა სახელმწიფოს ყველაფრის ერთბაშად გაკეთება სურდა, მაგრამ არ შეეძლო. არახელსაყრელი საგარეო პირობებში, თურქეთის იმპერიული ზრახვების აშლილობა, გერმანიასთან დადებული ხელშეკრულებების მოშლა გერმანიის საშინაო საქმეების შეცვლით 1918 წლის გერმანიის რევოლუციის გამარჯვების გემო, ახალი პარტნიორების ძებნა, არასაიმედო მეზობლების ყოლა სახელმწიფოებრიობის პირველ თვეებში, დაბნეულობას იწვევდა. მთავრობა ცდილობდა ეროვნული საქმეების მოგვარებას (ქართული უნივერსიტეტის გაძლიერება, ქართული კონსერვატორიის შექმნა), ალაზნის სარწყავი სისტემის გაყვანას (დაიწყო 1917 წელს), კოლხეთის დაშრობა და სხვ. [17, გვ.48]. საქართველოს მთავრობამ სახსრების ძიებაში ვერ გაარკვია რომელი წინადადებისათვის დაეჭირა მხარი – რომელიც ურჩევდა წარმოებისა და განაწილების ერთიანი სახელმწიფო ორგანოს შექმნას [18, გვ.27], თუ პირადი ინიციატივის აღორძინებას[16, გვ.36], საგარეო კაპიტალი დაეშვა ქვეყნის შიგნით, თუ ეკონომიკურ კაბალაში აღმოჩენის შიშით მორიდებოდა მას, ვიდრე აქციების პაკეტი საქართველოს ხელში არ იქნებოდა. ამ უკანასკნელი თვალსაზრისით გერმანიასთან ხელშეკრულების ჩაშლა გადარჩენად იქნა აღქმული [14,გვ.11]. მრეწველობის განვითარებაში, ისე როგორც აგრარულ სექტორში, კაპიტალისტური ორიენტაცია გამოიკვეთა 1918 წლის ბოლოს, როცა შეიქმნა შრომის სამინისტრო და დაიწყო შრომითი ხელშეკრულების2 კანონპროექტის შემუშავება კაპიტალსა და შრომას შორის ურთიერთობის მოსაწესრიგებლად. ზემოთ მოყვანილი 1918 წელს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის რესტროსპექტივა ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ სტატიებზე დაყრდნობით, იმის საფუძველს იძლევა, რომ დავასკვნათ ზურაბ ავალიშვილის აზრის სისწორე 1918 წლისთვისაც: „საქართველო განუხორციელებელი შესაძლებლობების ქვეყნად რჩებოდა“. სამწუხაროდ, საქართველო ასეთად რჩება დღემდე. ამ მდგომარეობიდან თავის დასაღწევად გამოცდილებაზე დამყარებული ცოდნით, მეცნიერებითა და გონებით მოქმედებაა საჭირი, რაშიც ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტს“ შეუძლია თავისი წვლილის შეტანა. ამ გაგებით მისი ყველა ნომერი უნიკალური და საინტერესოა. „საქართელოს ეკონომისტის“ 1918 წლის ნომრების სრული კომპლექტის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია შემორჩენილი. ჟურნალის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად, ერთ წიგნად გამოიცა ჟურნალის სრული კომპლექტი რეპროდუქციის სახით [19, 346 გვ]. ამით, არამარტო მოიხსნა მისი დაკარგვის რაიმე საფრთხე, არამედ „საქართველოს ეკონომისტის“ პირველ ნომრებს მიეცა „მეორე სიცოცხლე“ და ის გახდა ფართო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი. ჟურნალის ეს „მეორე სიცოცხლე“ უკვე ვეღარასოდეს მიეცემა დავიწყებას, რისი მტკიცე საფუძველიც შეიქმნა არამარტო იმით, რომ მოხდა მისი რეპროდუქციული გამოცემა, არამედ იმით, რომ პირველი ქართული ეკონომიკური ჟურნალის 100 წლის საიუბილეო თარიღი - 2018 წლის 13 სექტემბერი, საზეიმოდ აღინიშნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის, ჟურნალ „ეკონომიკის“ ორგანიზებით, მთელი ქართველი საზოგადოების მიერ, რომელიც აღინიშნა არამხოლოდ როგორც ეკონომიკური, არამედ როგორც ქართული ჟურნალისტიკის, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი თარიღი.

ლიტერატურა:

1. ეკონომისტი,1975,№12.

2. ეკონომისტი,1985,№8.

3. ეკონომისტი,1985,№6.

4. Гугушвили П.В. Грузинская экономическая мысль. ეკონომიკა II. თბ., 1970.

5. Гугушвили П.В. К истории грузинской экономической мысли, . ეკონომიკა VI. თბ., 1974, გვ.16. საქართველოს სსრ,ქსე,თბ.,1981.

6. გ.ი.ბაქრაძე ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია 1819 – 1945, თბ.,1947.

7. პ.გუგუშვილი, ქართული ეკონომიკური პუბლიცისტიკის ფლაგმანი, ეკონომისტი,1975, №12, გვ.5.

8. მიხეილ ჯიბუტი. რა ხნისაა ქართული ეკონომიკური ჟურნალი? „მაცნე“.ეკონომიკისა და სამართლის სერია, №1,1987, გვ.107-108.

9. მ.ჯიბუტი.ქართული ეკონომიკური პერიოდიკის ისტორიის საკითხისათვის - „მაცნე“.ეკონომიკისა და სამართლის სერია, №4,1988. გვ.5-14.

10. ეკონომიკა, 2018, № 7-9. 11. მ.ჯიბუტი.ქართული ეკონომიკური პერიოდიკის ისტორიის საკითხისათვის - „მაცნე“.ეკონომიკისა და სამართლის სერია, 1987, №4.